“ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, აწ უკვე ლისაბონის “ბენფიკას” ყოფილმა თავდამსხმელმა როდრიგო მორენომ “ღამურებთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიურ–ესპანური მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელი ვალენსიურ გუნდში გასული სეზონი იჯარის წესით ასპარეზობდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი მილიონი ევრო გადაუხადა ესპანურმა კლუბმა პორტუგალიურს.
გასულ სეზონში თავდამსხმელმა “ვალენსიას” რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.