Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, “ლივერპული” და მილანის “ინტერი” მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კარიერას “მერსისაიდელთა” რიგებში გააგრძელებს.
როგორც ირკვევა, 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელები 16 მილიონ გირვანქა სტერლინგს და ფეხბურთელის ასპარეზობიდან გამომდინარე დამატებით 1.5 მილიონს ბონუსების სახითაც მიიღებენ. აღნიშნული ტრანსფერი საბოლოოდ ოფიციალურად მიმდინარე კვირის ბოლოს დადასტურდება.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა იტალიური გრანდის რიგებში 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი 19-დან 22 მილიონ ევრომდე გაიზარდა.