“დორტმუნდის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ფრაიბურგის” მეკარე რომან ბიურკი კარიერას “ბორუსიას” რიგებში გააგრძელებს. 24 წლის მეკარემ ახალ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალგაზრდა მეკარის დამატებას რომან ვაიდენფელერთან აკავშირებენ, 34 წლის გერმანელს გუნდთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ამოეწურება და დიდი ვარაუდით კლუბს დატოვებს.
შვეიცარიელს “ფრაიბურგთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებდა. გასულ სეზონში გოლკიპერმა 36 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 49 გოლი და 9 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.