კალათბურთი

14:03 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების დახმარებას შრიოდერიც აპირებს

გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დენის შრიოდერმა დაადასტურა, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს.

გერმანელი გამთამაშებელი “ატლანტა ჰოუქსში” ირიცხება და გუნდთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა, ამდენად, ნაკრებისთვის დიდი ძალა უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ დენისი ეროვნულ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზეც ეხმარებოდა და მისი საშუალო მონაგარი 15.3 ქულა, 5.3 პასი და 1.8 მოხსნა გახლდათ.

ცნობისთვის, ევრობასკეტ-2015-ზე თამაშზე წინასწარი თანხმობა აქვს ნათქვამი “დალასის” ლიდერ დირკ ნოვიცკის, რაც გერმანელთა შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ერთ-ერთ ჯგუფს სწორედ გერმანია უმასპინძლებს. B ჯგუფის გუნდები ბერლინში შეიყრებიან, გერმანელთა მეტოქეები კი თურქეთი, სერბეთი, ესპანეთი, იტალია და ისლანდია იქნებიან.

0.14896