ფეხბურთი

23:05 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა: “უმჯობესია პოგბა “იუვენტუსში” დარჩეს”

როგორც Sky Sports იუწყება “მანჩესტერ სიტიმ” პოლ პოგბას შეძენის სურვილით მიმართა იტალიურ კლუბს. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 80 მილიონი სტერლინგი დასახელდა, რაც არც თუ ისე მცირე თანხაა. ამიტომ ტრანსფერის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით მისმა თანაგუნდელმა პატრის ევრამ ისაუბრა.

როგორც Telefoot-თვის მიცემულ ინტერვიუში პატრიკ ევრამ აღნიშნა, პოლ პოგბას წასვლა ტურინის “იუვენტუსიდან” არ იქნება მისაღები გადაწყვეტილება, რადგან ფრანგი ფორვარდი იტალიურ კლუბში თავს კარგად გრძნობს. ამასთან შავკანიანი ნახევარმცველი მხოლოდ 22 წლის არის და შესაძლოა მისი იტალიიდან აბარგება ნაჩქარევი გადაწყვეტილება გამოდგეს.

“ხალხს ავიწყდება, რომ პოგბა მხოლოდ 22 წლის არის. მან უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. “იუვენტუსში” თავს მშვენივრად გრძნობს და აქ ყოფნით კვლავ შეუძლია განვითარება. ვფიქრობ უმჯობესია ტურინში დარჩეს” – აღნიშნა ევრამ.

პოგბა 2009-12 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, თუმცა ძირითად გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. 2012 წლიდან “იუვენტუსის” მოთამაშეა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

0.118089