ფეხბურთი

21:52 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

პორტუგალიური “პორტოს” შემტევი ადრიან ლოპესი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს სათამაშოდ – იუწყება გამოცემა El Gol Digital–ი.

ნახსენები წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელს “სევილია” და “დეპორტივო” იწვევენ. სხვათა შორის, ადრიანი ლა კორუნიელთა რიგებში 5 სეზონის განმალობაში ირიცხებოდა – 2006-2011 წლებში, საიდანაც მადრიდის “ატლეტიკოს” მიაშურა და 2014 წლამდე თამაშობდა, ხოლო გასულ ზაფხულს პორტუგალიურ გრანდს შეუერთდა. ლოპესმა “პორტოს” რიგებში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და სამშობლოში დაბრუნება სურს.

ესპანელ მოთამაშეს “დრაკონებთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებდა 5.71 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

განვლილ სეზონში მან 18 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.113956