ჭიდაობა

21:01 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რვავე სამეული უჩვენოდ შეივსო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს პირველი ევროპული თამაშები უმაედლოდ ჩაამთავრა. ბეგი დარჩიას გუნდის რვა წევრიდან სამს ევროპოდიუმამდე თითო გამარჯვება დააკლდა. მინდია წულუკიძის (71 კგ) მსგავსად, ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) და იაკობ ქაჯაიამაც (130 კგ) რეპეშაჟის ფინალში წააგეს და მეხუთე ადგილებს დასჯერდნენ.

დათუნაშვილი ჩეხი პეტრ ნოვაკის (2:1), თურქი ემრაჰ კუშისა (12:10) და ბულგარელი იავორ იანაკიევის (2:1) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევთან დამარცხდა (2:3). ბრინჯაოს ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ჩინგიზ ლაბაზანოვთან დაკარგა მედალი (2:3).

იაკობ ქაჯაიამ ძირითად ბადეში გამოსვლა აზერბაიჯანის ნაკრების წევრ შაბაჰი შარიათისთან საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე გაშვებული 4-ქულიანი გდებით დაასრულა (2:4). იქამდე ავსტრიელი ლუკას ჰოერმანის ჩამოშორება (5:0) მოასწრო. დამამშვიდებელ ეტაპზე ჯერ უკრაინელ მიკოლა კუჩმიის აჯობა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბელარუსის სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილთან 0:3 წააგო.

დღესვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე საჩინო დავითაია (66 კგ) და მათე სოფაძეც (85 კგ) გავიდნენ, მაგრამ ტურნირს თითო შეხვედრით გამოეთიშნენ. დავითაიამ აზერბაიჯანელ ჰასან ალიევს საწყისი სამწუთეული 2:1 მოუგო, მაგრამ მცირე შესვენების შემდეგ უპირატესობა დათმო და საბოლოოდ 2:4 დამარცხდა. სოფაძემ კი თურქ მეტეჰან ბაშართან უქულო პირველი პერიოდის შემდეგ, 2:5 წააგო. ალიევმა და ბაშარმა ფინალში ვერ გააღწიეს და ქართველმა მოჭიდავეებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგეს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ევროპის თამაშები

ბაქო

13-14 ივნისი

59 კგ

1 სტეფან მარიანიანი (რუსეთი)

2 სოსლან დაუროვი (ბელარუსი)

3 ელმან მუხტაროვი (აზერბაიჯანი)

3 ტარიკ ბელმადანი (საფრანგეთი)

66 კგ

1 არტემ სურკოვი (რუსეთი)

2 მიგრან არუთინიანი (სომხეთი)

3 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

3 იშტვან ლევაი (სლოვაკეთი)

71 კგ

1 რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)

2 ბალინტ კორპასი (უნგრეთი)

3 დომინიკ ეტლინგერი (ხორვატია)

3 ფრანკ შტაბლერი (გერმანია)

5 მინდია წულუკიძე (საქართველო)

75 კგ

1 ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)

2 ვიქტორ ნემესი (სერბეთი)

3 დმიტრო პიშკოვი (უკრაინა)

3 ჩინგიზ ლაბაზანოვი (რუსეთი)

5 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)

80 კგ

1 ევგენი სალეევი (რუსეთი)

2 რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

3 დანიელ ალექსანდროვი (ბულგარეთი)

3 ვიქტარ სასუნოუსკი (ბელარუსი)

85 კგ

1 დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი)

2 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)

3 მეტეჰან ბაშარი (თურქეთი)

3 რამსინ აზიზსირი (გერმანია)

98 კგ

1 ისლამ მაგომედოვი (რუსეთი)

2 დიმიტრი ტიმჩენკო (უკრაინა)

3 მელონინ ნუმონვი (საფრანგეთი)

3 ჩენკ ილდემი (თურქეთი)

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 შაბაჰი შარიათი (აზერბაიჯანი)

3 ჰეიკი ნაბი (ესტონეთი)

3 იოსებ ჩუგოშვილი (ბელარუსი)

5 იაკობ ქაჯაია (საქართველო)

0.116496