კატალონიის “ბარსელონის” სატრანსფერო კომიტეტის წევრმა არიედო ბრაიდამ Gazzetta TV-საუბრისას განაცხადა, რომ შემდეგ კვირას ბრაზილიაში გაემგზავრება და “ფლუმინენსეს” ფეხბურთელების გერსონისა და რობერტ კენედის შეძენას შეეცდება.
ორივე ფეხბურთელი შემტევითი სტილის მოთამაშეა და ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობენ. 18 წლის გერსონი მთავარ გუნდში 2014 წლის დეკემბერში დააწინაურეს და მას შემდეგ ჩატარებულ 6 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.
კენედი “ფლუმინენსეს” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. თავდამსხმელმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. რობერტის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ევროა.
ბრაზილიური მედია ვარაუდობს, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელების სანაცვლოდ დიდ თანხას გადაიხდის. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს ფიფასგან ტრანსფერებთან დაკავშირებით დასჯილები არიან, “ბარსას” მაინც შეუძლია ფეხბურთელის ყიდვა. გადაბირებული ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში მხოლოდ 2016 წლიდან იასპარეზებს.