12-14 ივნისს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ყაზანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხა.
ქართველმა წყალბურთელებმა მასპინძელ რუსეთთან (6:12) და ესპანეთთან (3:9) მარცხი განიცადეს, ერთადერთი გამარჯვება კი ჩინეთთან იქნა მოპოვებული – 16:8.