ფეხბურთი

14:35 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პარაგვაიმ არგენტინას ტოლი არ დაუდო, ურუგვაი ჯგუფში გალიდერდა (+VIDEO)

2015 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე B ჯგუფის ორი მატჩი გაიმართა. ფავორიტებად შერაცხული გუნდებიდან მხოლოდ ერთმა წაიფორხილა.

ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა იამაიკა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კრისტიან როდრიგესმა 52-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გოლის ავტორი დაასახელეს.

მეორე შეხვედრაში არგენტინამ პარაგვაისთან მატჩი კარგად დაიწყო. 29-ე და 36-ე წუთებზე სერხიო აგუეროსა და ლიონელ მესის მიერ გატანილი გოლებით “ალბისელესტე” 2:0 იგებდა. მეორე ტაიმში რამონ დიასის შეგირდებმა არგენტინას კიდევ უფრო დაწინაურების შანსი არ მისცეს და ანგარიში გაათანაბრეს. მე-60 წუთზე ნელსონ ვალდესმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე ლუკაშ ბარიოსმა პარაგვაის ქულა მოუტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ვადესი დაასახელეს.

ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ურუგვაი არგენტინას დაუპირისპირდება, ხოლო პარაგვაი სამი ქულის აღებას იამაიკასთან ეცდება. ორივე შეხვედრა 17 ივნისს გაიმართება.

0.346298