ფეხბურთი

12:51 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავალკა: “მძიმე მატჩი ჩავატარეთ”

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ საქართველოს დამარცხების (4:0) შემდეგ განაცხადა, რომ რთულ მატჩს ელოდა და პროგნოზიც გაუმართლდა.

“რთულ მატჩს ველოდით. ქართველებმა თავიანთი საქმე კარგად შეასრულეს. მოწინააღმდეგეს შეუფასებელს არ ვტოვებთ და ფეხბურთელებმაც კარგად ითამაშეს. თბილისში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს განსხვავებული გუნდი ჰყავდა. კარგად, მშვიდად ვიასპარეზეთ და გოლები მატჩის ბოლოს გავიტანეთ. ლევანდოვსკიმ საქმე კარგად შეასრულა. მან ბევრი ბრძოლა გადაიტანა.” – განაცხადა პოლონელმა სპეციალისტმა.

პოლონეთის გუნდი D ჯგუფში პირველ ადგილზე 14 ქულით იმყოფება და მეორეადგილოსან გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 1 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს ნავალკას შეგირდები იოახიმ ლიოვის გუნდის წინააღმდეგ სტუმრად 4 სექტემბერს ჩაატარებენ. პირველი შეხვედრა პოლონელებმა ვარშავაში ანგარიშით 2:0 მოიგეს.

0.060007