ფეხბურთი

11:36 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ერევანში გაილაღა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტური სამ ჯგუფში გამართული შეხვედრებით გაგრძელდა. საქართველოს ნაკრების მეტოქეებზე უკვე ვილაპარაკეთ. ამიტომაც, ამაზე აღარ შევჩერდებით და სხვა ჯგუფებზე ვისაუბრებთ.

F ჯგუფში მორიგი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. ფარერების ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და მიმდინარე შესარჩევში მეორედ დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი იანსონის გოლით მოიგეს. 70-ე წუთზე ოლსენმა სხვაობა გაზარდა, ხოლო 84-ე წუთზე პაპასტატოპულოსმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა – 2:1. საბერძნეთი 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარ აქვს, ხოლო ფარერები 6 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს და მე-3 ადგილოსან უნგრეთს 5 ქულით ჩამორჩება.

უნგრეთის ნაკრებმა სტიბერის გოლით სტუმრად ფინეთი დაამარცხა, ხოლო ჩრდილო ირლანდიამ და რუმინეთმა ბელფასტში უგოლო ფრე ითამაშეს.

I ჯგუფში თბილისში მომზადებული პორტუგალიის ნაკრები ერევანს ეწვია და ადგილობრივი სომხეთი კრიშტიანო რონალდუს ჰეთ-თრიკით დაამარცხა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, პიცელმა მე-14 წუთზე მოახერხა სომხეთის დაწინაურება. 29-ე წუთზე რონალდუმ პენალტის ნიშნულიდან მოახერხა გათანაბრება და ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ნახევარში რონალდუმ კიდევ ორჯერ დაამწუხრა ჩვენი მეზობელი. 55-ე წუთზე მეკარის და მცველის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, ხოლო 58-ე წუთზე შესანიშნავი შორეული დარტყმით გაიტანა. პორტუგალიას მას შემდეგ გაუჭირდა, რაც 62-ე წუთზე ტიაგო მენდეშმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მკოიანმა ერთი ბურთი 72-ე წუთზე გაქვითა, თუმცა მეტის გაკეთება მათ ვეღარ მოახერხეს და პორტუგალიამ მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში – 2:3.

დანიის ნაკრები შინ სერბეთს დაუხვდა და დამაჯერებლად, ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. პორტუგალია 12 ქულით პირველ ადგილზეა, დანიას 10 ქულა აქვს, ხოლო სომხეთსა და სერბეთს თითო.

F ჯგუფი

ფარერები – საბერძნეთი 2:1 (1:0)

გოლები:
1:0 იანსონი (32), 2:0 ოლსენი (70), 2:1 პაპასტატოპულოსი (84).

ფინეთი – უნგრეთი 0:1 (0:0)

გოლი:
სტიბერი 82.

ჩრდილო ირლანდია – რუმინეთი 0:0


1.

რუმინეთი

6

4

2

0

7:1

14

2.

ჩრდილო ირლანდია

6

4

1

1

8:4

13

3.

უნგრეთი

6

3

2

1

5:3

11

4.

ფარერები

6

2

0

4

4:8

6

5.

ფინეთი

6

1

1

4

5:8

4

6.

საბერძნეთი

6

0

2

4

2:7

2


I ჯგუფი

სომხეთი – პორტუგალია 2:3 (1:1)


ერევანი, “ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონი”

სომხეთი (4-1-4-1):
ბერეზოვსკი, ანდოიანი, არზუმანიანი, ნკოიანი, აირაპეტიანი, მკრტიჩიანი (ოვსეპიანი 29), პიცელი, ღაზარიანი, ოვანისიანი (ოსბილისი 61), მხიტარიანი, სარქისოვი (კორიანი 72).
მწვრთნელი: სარგის ოვსეპიანი

პორტუგალია: (4-3-3): პატრისიო, რ.კარვალიო (ფონტე 78), ალვეში, ელიზეუ, ვეირინია, კოენტრაო (ა.სილვა 72), ტიაგო, მოუტინიო, ნანი, რონალდუ, დანი (უ.კარვალიო 63).
მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

გოლები: 1:0 პიცელი (14), 1:1;1:2;1:3 რონალდუ (29;55;58), 2:3 მკოიანი (72).
გაფრთხილებები: ოვსეპიანი – ტიაგო, პატრისიო
გაძევება: ტიაგო 62.
მსაჯი: სერგი გუმიენი

დანია – სერბეთი 2:0 (1:0)

გოლები:
1:0 ი.პოულსენი (13), 2:0 ჯ.პოულსენი (87).

34-ე წუთზე აგერმა პენალტი ვერ გაიტანა

1.

პორტუგალია

5

4

0

1

7:4

12

2.

დანია

5

3

1

1

8:4

10

3.

ალბანეთი

4

2

1

1

4:5

7

4.

სერბეთი

5

1

1

3

6:8

1

5.

სომხეთი

5

0

1

4

5:9

1


შენიშვნა - სერბეთს დაკლებული აქვს 3 ქულა

0.242785