ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ბოსნიელმა ფორვარდმა ედინ ჯეკომ შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნავსაყუდელი შეიცვალოს. “სქაი სპორტის” ინფორმაციით, 29 წლის თავდამსხმელის შეძენის სურვილს იტალიური “რომა” გამოთქვამს. ამავე წყაროს ცნობით, “მგლებს” უკვე ჰქონდათ პირველი კონტაქტი ინგლისურ გუნდთან და უახლოეს დღეებში პირველ შეთავაზებასაც გააკეთებენ. ჯეკოს “სიტისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ჯეკო “ქალაქელთა” ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავს. გასულ სეზონში კი პრემიერლიგაში 22 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.