ფეხბურთი

14:42 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი და დე სილვესტრი იტალიის ნაკრებს გამოაკლდნენ

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა და “სამპდორიას” მცველმა ლორენცო დე სილვესტრიმ ხორვატიის წინააღმდეგ ევროშესარჩევის მატჩში ტრავმები მიიღეს. ორივე ფეხბურთელს მუხლის დაზიანება აქვს. ლორენცო 27-ე წუთზე დე შილიომ შეცვალა, ხოლო ბუფონი მეორე ტაიმის დასაწყისში სირიგუმ.

“სკუადრა აძურას” მთავარი ექიმის ენრიკო კასტელაჩის განცხადებით, დე სილვესტრი გენუაში დაბრუნდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო ბუფონს მუხლზე ათი ნაკერი დაადეს.

იტალიამ ხორვატიასთან მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა. “სკუადრა აძურა” 16 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ბუფონის და დე სილვესტრის გარეშე ჩაატარებს.

0.127931