ფეხბურთი

14:03 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯექსონ მარტინესი “მილანში” ითამაშებს

“პორტუს” პრეზიდენტმა ხორხე ნუნო პინტო და კოსტამ Porto Canal-თან საუბრისას განაცხადა, რომ ჯექსონ მარტინესი კარიერას “მილანში” გააგრძელებს, იტალიელები კი მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

“მარტინესმა “მილანი” აირჩია. მინდა იგი ბედნიერი იყოს. ჯექსონმა კლუბიდან წასვლა დააანონსა. მისი გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევრო ძალაში რჩება და ეს თანხა უნდა გადაგვიხადონ.” – განაცხადა და კოსტამ.

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი “პორტუში” 2012 წელს მექსიკური “ჩიაპასიდან” გადავიდა. მას შემდეგ პორტუგალიური გრანდის მაისურით 132 შეხვედრა ჩაატარა და 92 გოლი გაიტანა. სამი სეზონის განმავლობაში მარტინესის სატრანსფერო ღირებულებამ 8.5-დან 32 მილიონ ევრომდე აიწია.

0.146505