ჭიდაობა

12:25 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

წულუკიძე ნახევარფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა მინდია წულუკიძემ ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა. 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ნორვეგიელი პეტერ კარლსენის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში რუს იური დენისოვთან შეხვედრა ფრედ 4:4 დაასრულა, მაგრამ ეს ანგარიში ხელს თავად აძლევდა, რადგან მეტოქესთან შედარებით მაღალშეფასებიანი ილეთი ჰქონდა შესრულებული.

ნახევარფინალში წულუკიძე უნგრელ ბალინტ კორპასის დაუპირისპირდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი აზერბაიჯანელი რასულ ჩუნაევი და ბულგარელი სვილენ კოსტადინოვი იბრძოლებენ.

0.126503