ფეხბურთი

2:42 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისლანდია და უელსი გალიდერდნენ

ძალიან საინტერესოდ დაიწყო ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტური. საკვალიფიკაციო ციკლის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, თავიანთ ჯგუფებში ისლანდია და უელსი ლიდერობენ, რასაც შესარჩევის დაწყების წინ ძალიან ცოტა თუ წამოიდგენდა. ნახსენები ნაკრებები მე-3 ადგილოსანს ხუთი ქულით უსწრებენ და ისტორიული შანსი აქვთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ითამაშონ.

დღის პირველი შეხვედრა ალმათში შედგა, სადაც ადგილობრივმა ყაზახეთის ნაკრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია თურქეთს და 83-ე წუთამდე გაძლო. ერთადერთი გოლი არდა თურანის ანგარიშზეა – 0:1.

დიდხანს იბრძოლა ლატვიამაც, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და ჰოლანდიის ნაკრებმა მაინც მოახერხა სუსტი მეტოქის გატეხვა. ანგარიში 67-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა გახსნა, ხოლო ოთხ წუთში ლუსიანო ნარსინგმა შეარხია მეტოქის კარი – 0:2.

ჯგუფის ლიდერების დაპირისპირება შედგა რეიკიავიკში, სადაც ისლანდიის ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა. ანგარიში 55-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, რასაც მე-60 წუთზე გუნარსონის, ხოლო 76-ე წუთზე სიგტორსონის გოლი მოჰყვა – 2:1.

B ჯგუფის მთავარი შეხვედრა კარდიფში გაიმართა და ბევრისთვის მოულოდნელად, მასპინძელმა უელსის ნაკრებმა ბელგიის დამარცხება მოახერხა. გამარჯვების გოლი გარეტ ბეილმა გაიტანა 25-ე წუთზე – 1:0. უელსის ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

ბოსნიის ნაკრებმა შინ ისრაელი დაამარცხა, ხოლო კვიპროსმა მაჩანჩალა ანდორას სძლია გასვლაზე.

დღის ცენტრალური მატჩი სპლიტში გაიმართა. მატჩმა ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ ჩაიარა. ანგარიშის გახსნა მე-7 წუთზე მარიო მანძუკიჩს შეეძლო, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან ჯანლუიჯი ბუფონს ვერ აჯობა. მარიომ შეცდომა ოთხ წუთში გამოასწორა და ხორვატია დააწინაურა. “სკუადრა აძურამ” გათანაბრება 36-ე წუთზე პენალტით მოახერხა. ანტონიო კანდრევამ პანენკას სტილში გაუტანა სუბასიჩს. დარჩენილ დროში ორივე ნაკრების მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1. ჯგუფის ლიდერობა ხორვატიას დარჩა, რომელიც იტალიაზე 2 ქულით წინაა.

ბულგარეთის ნაკრებმა იგორ პოპოვის გოლით მოუგო სტუმრად მალტას, ხოლო ნორვეგიამ მოულოდნელად შინ ვერ აჯობა აზერბაიჯანს.

A ჯგუფი


ლატვია – ჰოლანდია 0:2 (0:0)

გოლები:
0:1 ვეინალდუმი (67), 0:2 ნარსინგი (71).

ყაზახეთი – თურქეთი 0:1 (0:0)

გოლი:
თურანი 83.

ისლანდია – ჩეხეთი 2:1 (0:0)

გოლები:
0:1 დოკალი (55), 1:1 გუნარსონი (60), 2:1 სიგტორსონი (76).

1.

ისლანდია

6

5

0

1

14:3

15

2.

ჩეხეთი

6

4

1

1

12:8

13

3.

ჰოლანდია

6

3

1

2

13:6

10

4.

თურქეთი

6

2

2

2

7:8

8

5.

ლატვია

6

0

3

3

2:13

3

6.

ყაზახეთი

6

0

1

5

4:14

1



B ჯგუფი


უელსი – ბელგია 1:0 (1:0)

უელსი (3-4-2-1):
ჰენესი, უილიამსი, განტერი, ჩესტერი, ლედლი, ალენი, ნ.ტეილორი, რიჩარდსი, ბეილი (ვოკსი 87), რემსი, რობსონ-კანუ (კინგი 93).
მწვრთნელი:

ბელგია (4-2-3-1): კურტუა, ლომბერტსი, დენაიერი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი (ფერეირა-კარასკო 77), ვიტსელი, ნაინგოლანი, დე ბრუინი, მერტენსი (ლუკაკუ 46), აზარი, ბენტეკე.
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

გოლები: 1:0 ბეილი (25).
გაფრთხილებები: ალენი - ლომბერტსი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი

ანდორა – კვიპროსი 1:3 (1:2)

გოლები:
1:0 დ.ჟუნიორი (2 ს.კ.) 1:1;1:2;1:3 მიტიდისი (13;45+1;53).

51-ე წუთზე ნ.ჟუნიორმა პენალტი ვერ გაიტანა

ბოსნია – ისრაელი 3:1 (2:1)

გოლები:
0:1 ტ.ბენ ჰაიმი II (12), 1:1;3:1 ვიშა (42;75), 2:1 ჯეკო (45+2).

1.

უელსი

6

4

2

0

8:2

14

2.

ბელგია

6

3

2

1

13:2

11

3.

ისრაელი

6

3

0

3

10:9

9

4.

კვიპროსი

6

3

0

3

12:11

9

5.

ბოსნია

6

2

2

2

8:7

8

6.

ანდორა

6

0

0

6

3:23

0



H ჯგუფი


ხორვატია – იტალია 1:1 (1:1)

ხორვატია (4-2-3-1):
სუბაშიჩი, შინდელფელდი, ვიდა, სრნა, პრანიჩი (ვრსალჟკო 73), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (ლეოვაჩი 92), პერიშიჩი, ოლიჩი (რებიჩი 46), მანძუკიჩი.
მწვრთნელი:

იტალია (4-1-4-1): ბუფონი, (სირიგუ 46) ასტორი, ბონუჩი, დარმიანი, დე სილვესტრი (დე შილიო 27), პირლო, პაროლო, მარკიზიო, ელ შაარავი (რანოკია 80), კანდრევა, პელე.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 მანძუკიჩი (11), 1:1 კანდრევა (36 პენ.).
გაფრთხილებები: მანძუკიჩი, ოლიჩი, სრნა, რებიჩი, კოვაჩიჩი – ბუფონი, პაროლო, მარკიზიო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

მე-7 წუთზე მანძუკიჩმა პენალტი ვერ გაიტანა

ნორვეგია – აზერბაიჯანი 0:0

მალტა – ბულგარეთი 0:1 (0:0)

გოლი:
ი.პოპოვი 56.

45+2 წუთზე მიკანსკიმ პენალტი ვერ გაიტანა

1.

ხორვატია

6

4

2

0

16:3

14

2.

იტალია

6

3

3

0

9:5

12

3.

ნორვეგია

6

3

1

2

7:8

10

4.

ბულგარეთი

6

2

2

2

7:7

8

5.

აზერბაიჯანი

6

1

1

4

4:11

4

6.

მალტა

6

0

1

5

1:10

1

0.179812