კალათბურთი

1:31 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილუოკის” ლოპესის და ჩენდლერის გადაბირება სურს

“მილუოკი ბაქსის” ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას, შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ. ESPN.com-ის ცნობით, მილუოკელები მე-5 ნომრის პოზიციის გაძლიერებას გეგმავენ და ზაფხულში “ბრუკლინის” და “დალასის” ცენგრებთან – ბრუკ ლოპესთან და ტაისონ ჩენდლერთან გასაუბრებას გეგმავენ.

ცნობისთვის, ორივეს ეს კალათბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება. “ბაქსს” თავისუფალი სასხრები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თურქი ფორვარდი ერსან ილიასოვა ტრეიდში ჩართო. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ფაჩულია თამაშობდა, მისი შემცვლელი კი ჯონ ჰენსონი გახლდათ.

0.118708