თემურ ბუკია რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის (ეროვნული საფეხბურთო ლიგა) 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ და აღმოჩენად დაასახელეს.
ინტერნეტპორტალ 1fnl.ru-ს ინფორმაციით, ეროვნული საფეხბურთო ლიგის საერთო ყრილობაზე ამ ორგანიზაციის მუშაკებმა, საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი, მწვრთნელი, ახალგაზრდა მოთამაშე და სეზონის აღმოჩენა დაასახელეს.
განვლილ სეზონში ბუკიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, ასტრახანის “ვოლგარის” შემადგენლობაში რუსეთის პირველ დივიზიონში 26 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.