ფეხბურთი

18:15 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" გომეში გამოისყიდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბინადარმა "ვალენსიამ" პორტუგალიის ჩემპიონ ლისაბონის "ბენფიკას" 21 წლის ნახევარმცველი ანდრე გომეში გამოისყიდა. ამის შესახებ "ვალენსიას" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც "ღამურების" რიგებში გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა, "მესტალიაზე" 2020 წლამდე დარჩება.

ანდრე გომეშმა გასულ სეზონში პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

0.144611