ინგლისის ჩემპიონშიპში დაქვეითებული "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ნახევარმცველი ადელ ტაარაბტი კარიერას ლისაბონის "ბენფიკაში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ორივე ზემოხსენებულმა გუნდმა დაადასტურა. ტაარაბტი ლისაბონურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
26 წლის მაროკოელი ფეხბურთელი ქპრ-ს ღირსებას ექვსი სეზონის განმავლობაში იცავდა და სხვადასხვა პერიოდში იჯარით ლონდონის "ფულჰემსა" და იტალიურ "მილანშიც" ითამაშა.