დღეს ევროპის ცხრა ქალაქში ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს H ჯგუფის მატჩი იწვევს, სადაც სპლიტში ხორვატიის ნაკრები იტალიას უმასპინძლებს. სატურნირო თვალსაზრისით გამორჩეული მატჩი გაიმართება A ჯგუფში - რეიკიავიკში ერთმანეთს ქვეჯგუფის ლიდერები, ისლანდია და ჩეხეთი შეხვდებიან. ამავე ჯგუფის ფავორიტი ჰოლანდია კი რიგაში ლატვიას ესტუმრება და შინ მხოლოდ სამი ქულის წაღებას ეცდება.
A ჯგუფი
A ქვეჯგუფს მოულოდნელი ლიდერები ჰყავს. 5 ტურის შემდეგ 13 ქულით პირველ ადგილზე ჩეხეთის ნაკრებია, რომლის მდევარი არა ჰოლანდია, არამედ ისლანდიაა - 12 ქულით. რეიკიავიკში სწორედ ეს ორი ნაკრები გაარკვევს ურთიერთობას. ისლანდია გალიდერებას შეეცდება, ჩეხეთი - ლიდერობის განმტკიცებას. ამ მატჩით შესაძლოა, ყველაზე მეტად გუუს ჰიდინკის ჰოლანდიამ ისარგებლოს. "ორანჯე" 7 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზეა და რიგაში ლატვიასთან ფეხის დაცდენის უფლება ბუნებრივია არ აქვს. ჯგუფის მესამე შეხვედრაში კი აუტსაიდერი ყაზახეთი წარუმატებლად მოთამაშე თურქეთს დაუხვდება. ჩვენს მეზობლებს აქტივში 5 ქულა აქვთ, ყაზახებს კი - ერთი.
ყაზახეთი - თურქეთი (ალმაატა, 20:00 საათი)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
ისლანდია - ჩეხეთი (რეიკიავიკი, 22:45)
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
ლატვია - ჰოლანდია (რიგა, 22:45)
სავარაუდო შემადგენლობები:
ლატვია (4-4-2): ვანისნი; გორკსი, დუბრა, მაკსიმენკო, ფრეიმანისი; ტარასოვსი, ლაზდინსი, ზიუზინსი, ვისნაკოვსი; რაკელსი, საბალა
ჰოლანდია (4-3-3): სილესენი; იანმაატი, ბლინდი, დე ვრეი, მარტინს-ინდი; კლასიე, ვინალდუმი, სნეიდერი; დეპაი, ჰუნტელაარი, ვან პერსი
მსაჯი: სვენ ოდვარ მოენი (ნორვეგია)
1. | ჩეხეთი | 5 | 4 | 1 | 0 | 11:6 | 13 | |
2. | ისლანდია | 5 | 4 | 0 | 1 | 12:2 | 12 | |
3. | ჰოლანდია | 5 | 2 | 1 | 2 | 11:6 | 7 | |
4. | თურქეთი | 5 | 1 | 2 | 2 | 6:8 | 5 | |
5. | ლატვია | 5 | 0 | 3 | 2 | 2:11 | 3 | |
6. | ყაზახეთი | 5 | 0 | 1 | 4 | 4:13 | 1 |
B ჯგუფი
საინტერესო მატჩებია B ჯგუფშიც. განსაკუთრებულ ინტერესს თანალიდერების, ბელგიისა და უელსის დაპირისპირება იწვევს. კარდიფში, "მილენიუმზე" ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერებისთვის შეერკინებიან. ორთავე ზემოხსენებულ ნაკრებს 5 ტურის შემდგომ აქტივში 11-11 ქულა აქვთ მოხვეჭილი. თავის მხრივ, ლიდერთა ურთიერთდაპირისპირებით სარგებლობას ეცდება ისრაელის ნაკრები, რომელსაც 9 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ებრაელი ფეხბურთელები ჟენიცაში ბოსნიას სტუმრობენ, რომელიც მიმდინარე შესარჩევ ციკლს ერთობ წარუმატებლად ატარებს. ჯგუფის მესამე მატჩში კი ერთმანეთის პირისპირ აუტსაიდერები - ანდორა და კვიპროსი წარსდგებიან.
ანდორა - კვიპროსი (ლა ველა, 22:45)
მსაჯი: ტობიას ველცი (გერმანია)
ბოსნია - ისრაელი (ჟენიცა, 22:45)
მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)
უელსი - ბელგია (კარდიფი, 22:45)
სავარაუდო შემადგენლობები:
უელსი (4-4-2): ჰენესი; ტეილორი, განტერი, ჩესტერი, უილიამსი; რემზი, ალენი, ლედლი, კოტერილი; ბეილი, რობსონ-კანუ
ბელგია (4-2-3-1): კურტუა; ვერტონგენი, ლომბერტსი, ალდერვეიელდი, ვან დერ ბორე; ნაინგოლანი, ვიტსელი; მერტენსი, დე ბრუინი, აზარი; ბენტეკე
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
1. | ბელგია | 5 | 3 | 2 | 0 | 13:1 | 11 | |
2. | უელსი | 5 | 3 | 2 | 0 | 7:2 | 11 | |
3. | ისრაელი | 5 | 3 | 0 | 2 | 9:6 | 9 | |
4. | კვიპროსი | 5 | 2 | 0 | 3 | 9:10 | 6 | |
5. | ბოსნია | 5 | 1 | 2 | 2 | 5:6 | 5 | |
6. | ანდორა | 5 | 0 | 0 | 5 | 2:20 | 0 |
H ჯგუფი
დღევანდელ სათამაშო დღეს მატჩები H ჯგუფშიც გაიმართება. ჯგუფის და დღის ცენტრალური მატჩი სპლიტშია დაგეგმილი, სადაც ადგილობრივი ხორვატიის ნაკრები იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს. სლავები 13 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან და დღეს შესაძლო არწაგების შემთხვევაში საფრანგეთის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ. მასპინძლები სტუმრებს თითქმის უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდებიან. ერთადერთი დანაკლისი ლუკა მოდრიჩია, რომელიც კარგა ხანია ლაზარეთში იმყოფება. ანტონიო კონტეს კრებული კი მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩება და მოსაგები მატჩი აქვს. კონტეს თამაშის წინ საკადრო პრობლემები შეექმნა. მის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთაგან მცველ ანდრეა ბარძალის, თავდამსხმელ სიმონე ძაძას, ნახევარმცველებს, დანიელე დე როსისა და მარკო ვერატის შეკრების დატოვება ნაადრევად მოუწიათ. მანამდე კი ტრავმის გამო ნაკრებს მიღმა დაცვის ბურჯი ჯორჯო კიელინიც აღმოჩნდა. მოკლედ, კონტეს საფიქრალი არ აკლია. ამ გუნდთა პირველ მატჩს მილანმა უმასპინძლა და მაშინ, ანტონიო კანდრევას გოლს ივან პერიშიჩმა უპასუხა. დღევანდელი შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება, რაც "სან სიროზე" გამართული მატჩისას ხორვატი ქომაგების მიერ მოწყობილი არეულობით გახლავთ გამოწვეული.
ხორვატია - იტალია (სპლიტი, 22:45)
სავარაუდო შემადგენლობები:
ხორვატია (4-2-3-1): სუბასიჩი; სრნა, ვიდა, შილდენფელდი, პრანიჩი; რაკიტიჩი, ბროჟოვიჩი; პერიშიჩი, კოვაჩიჩი, ოლიჩი; მანჯუკიჩი
იტალია (4-3-3): ბუფონი; დე სილვესტრი, ბონუჩი, ასტორი, დარმიანი; პაროლო, პირლო, მარკიზიო; კანდრევა, პელე, ელ შაარავი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
მალტა - ბულგარეთი (ტა ქალი, 22:45)
მსაჯი: ალექსანდრ სტავრევი (მაკედონია)
ნორვეგია - აზერბაიჯანი (ოსლო, 22:45)
მსაჯი: პაველ ჟილი (პოლონეთი)
1. | ხორვატია | 5 | 4 | 1 | 0 | 15:2 | 13 | |
2. | იტალია | 5 | 3 | 2 | 0 | 8:4 | 11 | |
3. | ნორვეგია | 5 | 3 | 0 | 2 | 7:8 | 9 | |
4. | ბულგარეთი | 5 | 1 | 2 | 2 | 6:7 | 5 | |
5. | აზერბაიჯანი | 5 | 1 | 0 | 4 | 4:11 | 3 | |
6. | მალტა | 5 | 0 | 1 | 4 | 1:9 | 1 |