ფეხბურთი

15:41 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იაგელონიას” ხელმძღვანელმა ფოფხაძის წასვლა დაადასტურა

გიორგი ფოფხაძე პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასაში მოასპარეზე ბიალისტოკის “იაგიელონიას” დატოვებს.

ამის შესახებ “იაგელონიას” მმართველი საბჭოს თავჯდომარე ცეზარ კულეშამ ინტერნეტპორტალ bialystok.gazeta.pl-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“გიორგი ფოფხაძეს კონტრაქტი ივნისამდე აქვს. დიდი ალბათობით ის წავა, რადგან მწვრთნელისგან არავითარი სიგნალი არ მიმიღია, რომ მასთან მესაუბრა” – თქვა კულეშამ.

განვლილ სეზონში ფოფხაძემ “იაგიელონიასთან” ერთად პოლონეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო. 28 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა, 6 მატჩი ჩაატარა.

0.13343