ფეხბურთი

13:32 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” ფიზმომზადებაზე გოცირიძე იზრუნებს

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავს. ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, იმერული კლუბის ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ბონდო გოცირიძე იზრუნებს.

გასულ სეზონში, 29 წლის სპეციალისტი თბილისის “დინამოში” კახა გოგიჩაიშვილს ეხმარებოდა. ამ უკანასკნელის კლუბიდან დათხოვნის შემდეგ, გოცირიძესაც ახალი სამუშაოს მოძებნა მოუწია და ამჯერად, “ტორპედოში” დასაქმდა.

0.118374