ფეხბურთი

20:19 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სენტ ეტიენი” გალტიეს ენდობა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინდარმა “სენტ ეტიენმა” მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ “სენტ ეტიენის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“ჩემთვის ეს საამაყოა. ეს გუნდი ამბიციურია”, - განაცხადა გალტიემ.

48 წლის სპეციალისტი “მწვანეებს” 2009 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს. გასულ სეზონში “სენტ ეტიენი” ლიგა 1-ში 69 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.

0.126068