მადრიდის “რეალის” კაპიტანი იკერ კასილიასი შესაძლოა, ლონდონის “არსენალში” გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ევენინგ სტანდარდ ავრცელებს. იმავე წყაროს ცნობით, “რეალის” ახალ მთავარ მწვრთნელს გუნდში დავიდ დე ხეას ხილვა სურს და კასილიასს ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს.
ცოტა ხნის წინ კი ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 33 წლის მეკარე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვებს.