ფეხბურთი

18:38 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” პიოლის გაუხანგრძლივა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა რომის “ლაციომ” გუნდის მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის კონტრაქტი ერთი წლით, 2017 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ხელშეკრულების თანახმად იგი კიდევ ერთი სეზონით მხარეების შესაძლო სურვილის შემთხვევაში გაგრძელდება.

“საფეხბურთო კლუბი “ლაციო” აცხადებს, რომ სტეფანო პიოლისთან კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა, შესაძლო ერთწლიანი გახანგრძლივებით”, - წერს რომაული გუნდის ვებგვერდი.

პიოლიმ “ლაციო” ერთი წლის წინ ჩაიბარა და “არწივები” ჩემპიონატში მესამე ადგილზე გაიყვანა, პარალელურად კი იტალიის თასის ფინალიც ათამაშა.

0.114623