როგორც Sky Sports იუწყება, “ტოტენჰემი” ანტონი მარტიალის შეძენით დაინტერესდა. ლონდონურმა კლუბმა 19 წლის ფეხბურთელის თაობაზე “მონაკოსთან” წამოიწყო მოლაპარაკება.
2013 წელს მარტიალი “ლიონიდან” 5 მილიონ ევროდ “მონაკოში” გადავიდა და კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალგაზრდა შემტევმა გასული სეზონის ლიგა 1-ში 35 მატჩი გამართა და 9 გოლი გაიტანა.
მარტიალი ფეხბურთის მოყვარულებმა ლიტვის 2013 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე გაიცნეს. ანტონიმ აღნიშნულ ტურნირზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, საფრანგეთის ნაკრებმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.