თბილისის “დინამო” სლოვენიაში შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს მაკედონიის “შკენდიასთან” ჩაატარებს. სპარინგი 15 ივნისს შედგება.
“დინამო” უკვე სლოვენიაშია და ქალაქ პტუიში სასტუმრო Grand Hotel Primus-ში დაბინავდა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი სლოვენიაში არასრული შემადგენლობითაა. მცველი ლაშა თოთაძე, ნახევარმცველი მათე ცინცაძე და ფორვარდი გიორგი პაპუნაშვილი, რომლებიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში არიან, “დინამოს” 14 ივნისს შეუერთდებიან.