როგორც Sky Italia იუწყება, “იუვენტუსმა” პოლ პოგბას სატრანსფერო თანხა დაასახელა, ტურინული კლუბი ფრანგის გაყიდვას მხოლოდ 80 მილიონი გირვანქად დათანხმდება.
კლუბის ხელმძღვანელები არ ჩქარობენ პოგბას გაყიდვას, ვინაიდან ამ ეტაპზე პოლის შეძენის რეალური მსურველი არ ჩანს. ამიტომაც “იუვენტუსი” ელოდება კლუბს, რომელიც სატრანსფერო მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია, დასახელდა “ბარსელონასა” და “რეალის” ვარიანტები.
22 წლის ფრანგი “იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერია. მან სერია A-ს გასული გათამაშების 26 მატჩში 8 გოლი გაიტანა.