მამადუ სახო “ლივერპულს” არ დატოვებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ შემდეგ სეზონშიც მერსისაიდელთა მაისურით ითამაშებს.
“ლივერპულში” ყოფნით ბედნიერი ვარ. გასულ სეზონში მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა ტრავმები წარსულში დარჩა.
აქ გადმოსვლის შემდეგ როგორც პროფესიონალი ვპროგრესირებ, ჩემი თამაში დაიხვეწა. იმედი მაქვს კლუბთან ერთად წარმატებებს მივაღწევ” – აღნიშნა ფეხბურთელმა.
25 წლის მცველმა გასული სეზონის პრემიერლიგაში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა.
სახო წლების მანძილზე პსჟ-ს ფეხბურთელი იყო, 2013 წელს კი “ლივერპულის” ფეხბურთელი გახდა.