კალათბურთი

13:02 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბანკის წარუმატებლობა არ ეპატიებაო

იტალიური “ემპორიო არმანი” დიდი ალბათობით, მწვრთნელს გამოიცვლის. მილანურ კლუბში უკმაყოფილონი არიან ლუკა ბანკის მუშაობით, რომლის ხელშიც იტალიურმა კლუბმა ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო.

ცნობისთვის, “ემპორიო არმანი” იტალიაში ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე საკალათბურთო კლუბია, ასეთი შედეგი კი ნამდვილად მოულოდნელი იყო. ბოლოს, მილანელები ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, თუმცა, ნახევარფინალში “ბანკო დი სარდინია სასარისთან” სერია 3:4 წააგეს.

ბანკის შემცვლელად, უპირველეს ყოვლისა, ალეკსანდარ ჯორჯევიჩი მოიაზრება, რომელიც ამჟამად სერბეთის ეროვნული ნაკრების თავკაცია.

0.231388