როგორც South American TV იუწყება, ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს კოლუმბიელი რადამელ ფალკაოს შეძენა სურს. აღნიშნულ წყაროსთან საუბარში პორტუგალიელმა სპეციალისტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ინგლისში ხალხის წარმოდგენით არსებობს მხოლოდ ერთი ფალკაო, რომელმაც პრემიერლიგაში პოტენციალი სათანადოდ ვერ გამოამჟღავნა. ვფიქრობ, შემიძლია ფალკაო მაღალ დონეზე ავათამაშო”, - განაცხადა მოურინიომ.
ფალკაომ გასულ სეზონში “მანჩესტერის” მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, თუმცა იჯარის წესით განსაზღვრული პერიოდი დასრულდა და 29 წლის მოთამაშე ამ დროისთვის ისევ “მონაკოს” საკუთრებაა.