ფეხბურთი

23:55 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიეტო “ატლეტიკოს” უახლოვდება

“ვილიარეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელი ლუსიანო ვიეტო მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლასთან ახლოსაა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა As–ი ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელს “როხიბლანკოში” თამაში სურს და მათ შორის ყველაფერი შეთანხმებულია. ჯერი კლუბებზეა. როგორც ცნობილია, მადრიდული კლუბი არგენტინელში 22 მილიონ ევროს იხდის და დიდი ალბათობით, “ყვითელი წყალქვეშა ნავები” ტრანსფერს არ დაბლოკავენ.

21 წლის ფორვარდი “ვილიარეალში” გასულ ზაფხულს არგენტინული “რასინგიდან” გადავიდა და “ელ მადრიგალს” შესანიშნავად მოერგო. მან ვალენსიური კლუბის მაისური 48-ჯერ მოირგო, 20 გოლი გაიტანა და 8-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

“ატლეტიკოს” გარდა, მისით “ლივერპული” ინტერესდება, თუმცა ლუსიანოს მადრიდში თამაში სურს, რაც უპირველეს ყოვლისა დიეგო სიმეონეს დამსახურებაა.

0.135092