ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ, რომელიც ამჟამად თავის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება, "კორიერე დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა. 29 წლის ფეხბურთელისა და იტალიელი ჟურნალისტის საუბარი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და სხვადასხვა თემა მოიცვა.
- პირლომ, როგორც ტევესმა, შესაძლოა, "იუვენტუსი" დატოვონ. შეშინებული ხართ?
- ალბათ, კი. რადგან ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და იმედია ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩებიან.
- როგორ ხართ ფიზიკურად?
- თავს ამჟამად კარგად ვგრძნობ.
- "იუვენტუსმა" სამი ხედირა შეიძინა...
- ძალიან კარგი ტრანსფერია. გუნდის ხელმძღვანელები შესანიშნავად მუშაობენ. აგრძელებენ მაღალი დონის ფეხბურთელების დაბალ ფასში ყიდვას.
- ალეგრის "იუვენტუსი" კონტრაქტს უხანგრძლივებს...
- დამსახურებული და მნიშვნელოვანი სიგნალია.
- და თქვენი?
- ჩემი საჩქარო არაა. გუნდი როცა მოისურვებს, ვფიქრობ, პრობლემა არ შეიქმნება.
- "ბარსელონადან" ხორვატიამდე, კიდევ ერთი ფინალი...
- ხორვატიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ლუკა მოდრიჩის გარეშეც. მათ საერთაშორისო გამოცდილება გააჩნიათ. ცარიელი ტრიბუნების წინაშე აქამდეც მითამაშია და ეს ლამაზი არაა. უფრო მეტად უცხო ატმოსფეროა. მათ მილანში უამრავი პრობლემა შეგვიქმნეს და ჯგუფსაც დამსახურებულად ლიდერობენ.
- ერთი წლის წინ მუნდიალზე თამაშობდით...
- ეს ზურგს უკან დარჩა და გაკვეთილი მოგვცა მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის.
- შეუძლია ამ ნაკრებს ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მაინც?
- ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. პრანდელისთან ერთად კარგად დავიწყეთ - მეორე ადგილზე გავედით ევროპის ჩემპიონატზე, მესამეზე კონფედერაციის თასზე, თუმცა მუნდიალზე ცუდად ვითამაშეთ. ახლა კონტესთან ერთად ვმუშაობთ და იმედია ევრო 2016-ზე წარმატებით ვითამაშებთ.