ფეხბურთი

20:16 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი “პორტუს” გრანდის სანაცვლოდ ტოვებს

პორტუგალიური "პორტუს" კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას გუნდს შეიცვლის. ეს ინფორმაცია სამხრეთამერიკელი ფორვარდის აგენტმა ლუის ენრიკე პომპეომ პორტუგალიურ გამოცემა o jogo-სთან დაადასტურა.

"ჯექსონ მარტინესის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ყველაფერი კი უახლოეს დღეებში გაცხადდება. ფეხბურთელი სათამაშოდ ევროპის ერთ-ერთ ტოპ გუნდში გადავა, ეს გადაწყვეტილია. მხოლოდ ბოლო დეტალებიღა რჩება მოსაგვარებელი", - განაცხადა მარტინესის აგენტმა.

30 წლის ფორვარდს იტალიური მედია აქტიურად უკავშირებს "მილანს". აპენინელი ჟურნალისტების ნარკვევით, "როსონერი" ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გაიღებს. მარტინესმა გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.

0.121079