ფეხბურთი

19:13 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “მინდა “კოპა ამერიკა” მოვიგო”

არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ მოახლოებულ “კოპა ამერიკის” ტურნირის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინამ ამ ტიტულის მოგება დაიმსახურა.

“კოპა ამერიკისთვის” თავს უკეთესაც ვგრძნობ, ვიდრე 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩემი ოცნებაა არგენტინასთან ერთად ტიტულები მოვიგო. ჩვენმა ახლანდელმა შემადგენლობამ ეს ტურნირი დაიმსახურა. ჩვენი ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ძლიერ მეტოქეებთან პაექრობა მოგვიწევს. მე და მასკერანო “კოპა ამერიკაზე” ვართ ფოკუსირებულები, ჩვენ გვინდა თასი, არგენტინასთან ერთად” – მესის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

“კოპა ამერიკის” ტურნირი 12 ივნისს აიღებს სტარტს. არგენტინა ჯგუფში იამაიკას, პარაგვაის და ურუგვაის დაუპირისპირდება.

0.121001