სხვა

16:41 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეთა ნაკრები ბაქოში 9 სპორტსმენით წარსდგება

12-დან 28 ივნისის ჩათვლით ბაქოში დაგეგმილ ევროპის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 9 ქართველი მოკრივე მიიღებს.

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია: სევერიანე ჭილაძე (52 კგ), გიორგი გოგატიშვილი (56 კგ), ოთარ ერანოსიანი (60 კგ), ირაკლი მელიქიშვილი (64 კგ), გელა აბაშიძე (69კგ), ბექა ხარძიანი (75კგ), ნიკოლოზ სეხნიაშვილი (81კგ), ლევან გულედანი (91 კგ) და მიხეილ ბახტიძე (+91 კგ).

ნაკრების მთავარი მწრთნელი დავით წიკლაურია.

0.125521