ფეხბურთი

15:35 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “მანჩესტერ სიტი” დე ბრუინის აგენტს დაუკავშირდა

“მანჩესტერ სიტის” კევინ დე ბრუინის შეძენა სურს. როგორც ბელგიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, “სიტი” მის აგენტს დაუკავშირდა, თუმცა მისივე თქმით, ტრანსფერის განსახორციელებლად ინგლისურ კლუბსა და “ვოლფსბურგს” შორის შეთანხმებაა აუცილებელი.

Sky Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში, “ვოლფსბურგის” ფეხბურთელმა “ჩელსიში” გატარებული პერიოდი გაიხსენა.

“ყველა ფიქრობს, რომ “ჩელსიში” ყოფნის პერიოდი არ იყო ძალიან წარუმატებელი, თუმცა მე ამგვარად არ ვფიქრობ. მსურდა მეტი სათამაშო დრო, ამიტომაც გადავწყვიტე კლუბის დატოვება” – აღნიშნა ფეხბურთელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, დე ბრუინისადმი ინტერესს მიუნხენის “ბაიერნი” და პსჟ-ც ამჟღავნებენ.

კევინ დე ბრუინი 2012-14 წლებში ასპარეზობდა “ჩელსის” შემადგენლობაში, თუმცა თამაში იშვიათად უწევდა, რის გამოც იჯარის წესით “გენკისა” და “ვერდერის” მაისური მოირგო. 2014 წლიდან კი “ვოლფსბურგის” ფეხბურთელია.

0.111565