“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრების წევრი 21 წლის როდრიგო ელი “როსონერის” დაუბრუნდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სამხრეთამერიკელი მცველი იტალიურ გრანდს 2010 წელს შეუერთდა და სარეზერვო გუნდში ორწლიანი ასპარეზობის შემდეგ “რეჯინაში” გაანათხოვრეს. 2014 წელს ელი “აველინოში” გადაბარგდა, ერთი სეზონის შემდეგ კი კვლავ მილანს დაუბრუნდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ელის თამაშით სინიშა მიხაილოვიჩია მოხიბლული და სწორედ მისი მოთხოვნით დააბრუნეს ბრაზილიელი. აწ უკვე “სამპდორიას” ყოფილი თავკაცის “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურ წარდგენას უახლოეს დღეებში ელიან.