ფეხბურთი

14:50 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ივნისის ბოლოს დაიწყება

თბილისში 11 აგვისტოს გასამართი უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი საჯარო გაყიდვაში გავა საიტ www.biletebi.ge -ს მეშვეობით. ბილეთების გაყიდვის ზუსტი თარიღი გამოცხადდება 16 ივნისს დანიშნულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულ საიტზე რეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა.
ბილეთის ფასი 15, 30 და 70 ლარი იქნება.
ბილეთით სარგებლობა შესაძლებელია იმავე პრინციპით, როგორც ზოგადად, ამ საიტით სხვა შემთხვევაში სარგებლობისას - ამობეჭდილი ბილეთის წარდგენით (ბარკოდის დანათებით). ბილეთების გაყიდვა კორპორატიული წესით არ მოხდება. ასევე, არ ხდება რეზერვაცია.

ფეხბურთის ფედერაცია მოუწოდებს გულშემატკივრებს ბილეთების შეძენისას იხელმძღვანელონ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციით და არ ენდონ ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის თუ ფიზიკური პირის მიერ გავრცელებულ ცნობას.

უეფას სუპერთასის მატჩი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ბარსელონასა" და ევროპის ლიგის თასის მფლობელ "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.111476