ჩოგბურთი

22:57 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი ესენი და ადანა

გერმანიის ქალაქ ესენში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ ქართველი ჩოგბურთელები – ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია.

ერთეულებში გორგოძე მე-4 ნომრად განთესილ ჩეხ კატერინა ვანკოვას გაეჯიბრა და 3:6, 2:6 დამარცხდა.

წყვილებში ეკატერინე ქვაცაბაიას შეუწყვილდა და ჩეხ კრამპეროვასთან და ამერიკელ პერასთან 3:6, 5:7 წააგო.

თურქულ ადანაში 10-ათასიან ტურნირზე თამაში ასევე მალე დაასრულა თამარ ჭალაგანიძემ. ერთეულებში ის ფრანგ მარგო იეროლიმოსს ვერ გაუმკლავდა – 2:6, 0:6.

წყვილებში ჭალაგანიძე და უკრაინელი ვლადისლავა კუტუზოვა რუს ხაბაროვასთან და იტალიელ ნატალისთან 1:6, 4:6 დამარცხდნენ.

0.490406