კალათბურთი

21:53 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინი-კალათბურთის ფესტივალზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

დასრულდა თბილისის 2003 წელს დაბადებულთა მინი-საკალათბურთო ფესტივალის ჯგუფური ეტაპი. ტურნირი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით მიმდინარეობს, რაშიც აღნიშნულ ორგანიზაციას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმარებიან.

დებულების თანახმად, ფესტივალის მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული და მომდევნო, პლეი ოფის ეტაპზე ყველა მათგანი გადის. გუნდები მეოთხედფინალში ჯგუფებში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ: პირველ ადგილზე გასული გუნდი მეორე ჯგუფის ბოლოადგილოსანს შეხვდა, მეორე – მესამეს და ა.შ.

ხვალ, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 11:30 საათიდან მეოთხედფინალები დაიწყება. მეტოქე გუნდების ვინაობას ქვემოთ წარმოდგენილი პლეი ოფის ბადიდან შეიტყობთ, ისევე როგორც ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილებს.

www.gbf.ge

0.115415