ფეხბურთი

21:51 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ტექნიკური დამკვირვებლების ჟან ფრანსუა დომენგის, იოან ლოპესკუს, ხილეს მელენდესის, მიკსუ პაატელაინენის და ტომას შააფის მიერ შედგენილი სიმბოლური 18-კაციანი ნაკრები დაასახელა.

დიდი ვარაუდი არც იყო საჭირო, რომ საუკეთესო გუნდში “ბარსელონას” და ტურინის “იუვენტუსის” მოთამაშეები სჭარბობენ. ფინალისტების გარდა გაფართოებულ სიაში ლონდონის “ჩელსი” ერთი, ხოლო მადრიდის “რეალის” ორი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.

დამკვირვებელთა შედგენილი 18-კაციანი საუკეთესო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”), ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”).

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (“ჩელსი”), ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), ხორდი ალბა (“ბარსელონა”).

ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი (“ბარსელონა”), სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), ტონი კროოსი (“რეალი”), ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”).

თავდამსხმელები: ლუის სუარესი (“ბარსელონა”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ნეიმარი (“ბარსელონა”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”).

0.120917