საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის ქალაქ ლინცში, სტადიონ “ლინცერზე” უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს მართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
საქართველოს ნაკრები თამაშს ასეთი შემადგენლობით დაიწყებს:
ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი, ყაზაიშვილი, ანანიძე, კობახიძე, ოქრიაშვილი, ბ. ცხადაძე
თადარიგში არიან: რევიშვილი, კვასხვაძე, სალუქვაძე, მახარაძე, დაუშვილი, ჭანტურია, ალადაშვილი, თოთაძე, ვაწაძე, ყენია, პაპუნაშვილი, ცინცაძე
ნაკრებს ტრავმების გამო გამოაკლდნენ ფორვარდი ლევან მჭედლიძე და ნახევარმცველი გოგიტა გოგუა.