ფამაგუსტას “ანორთოსისის” მთავარ მწვრთნელად დაბრუნებას კლუბის ასაკოვან გულშემატკივრებთან ერთად, ბავშვებიც ითხოვენ. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი shootandgoal.com იუწყება.
ერთ-ერთი კვიპროსული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქეცბაიას დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი “ანორთოსისს” 2004-2009 წლებში თავკაცობდა. 2004-2007 წლებში, ის გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი იყო. ქეცბაიას თავკაცობით “ანორთოსისმა” 2008-2009 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.