ფეხბურთი

17:04 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალვესმა “ბარსელონასთან” გააგრძელა

“ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი დანი ალვესი კატალონიურ კლუბს არ დატოვებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 32 წლის ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით ირკვეოდა, რომ ალვესი, რომელსაც ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ეწურებოდა, “ბარსას” დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მათ ბრაზილიელს საბოლოო შეთავაზება გაუკეთეს, თავად ფეხბურთელი კი ირწმუნებოდა, რომ თუ გაუმჯობესებულ პირობებს არ მიიღებდა, გუნდს დატოვებდა. საბოლოოდ, დათმობაზე ალვესი წავიდა და მხარეებმა თანამშრომლობა 2 წლით გაახანგრძლივეს.

0.115643