ფეხბურთი

15:14 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” შერგელაშვილს დაემშვიდობა და დაუშვილი ტრანსფერზე დააყენა

თბილისის “დინამომ” მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი დაითხოვა და მეკარე ნიკა დაუშვილი ტრანსფერზე დააყენა.

განვლილ სეზონში, 23 წლის შერგელაშვილმა “დინამოში” 23-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო 25 წლის დაუშვილმა თბილისელთა კარი 7-ჯერ დაიცვა.

10 ივნისს, “დინამო” შეკრებაზე სლოვენიის ქალაქ პტუიში გაემგზავრება, სადაც Grand Hotel Primus-ში დაბინავდება.

ნახევარმცველები გიორგი პაპუნაშვილი და მათე ცინცაძე, ასევე, მცველი ლაშა თოთაძე, რომლებიც საქართველოს ნაკრებში არიან, “დინამოს” 14 ივნისს შეუერთდებიან.

0.116691