ფეხბურთი

13:14 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე ლუისის უარი მადრიდის “რეალს”

როგორც Marca იუწყება, ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა ფელიპე ლუისმა მადრიდის “რეალის” შეთავაზებას უარით უპასუხა.

ბრაზილიელი მოთამაშის დაბრუნება რეალურია მადრიდის “ატლეტიკოში”, დიეგო სიმეონეს სურს თავის გუნდში კვლავ იხილოს 29 წლის მარცხენა მცველი.

“სამეფო კლუბს” სურდა ლუისის თაობაზე “არისტოკრატებთან” წამოეწყო მოლაპარაკებები, თუმცა საწყის ეტაპზევე გაირკვა ლუისის “რეალში” არგადასვლის საკითხი.

შეგახსენებთ 2005 წელს სამხრეთ ამერიკელი “აიაქსიდან” მადრიდის “რეალში” გადავიდა, თუმცა კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და ერთი სეზონის შემდეგ ლა კორუნიის “დეპორტივოში” გადავიდა. კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი კი მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა.

0.114552