ფეხბურთი

20:55 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" კურზავათი დაინტერესდა

"მონაკოს" მარცხენა მცველით ლევინ კურზავათი მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა - იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe.

გასულ ზაფხულს მადრიდული კლუბი ფელიპე ლუისმა დატოვა, რომლის სრულფასოვნად ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. კრისტიან ანსალდი თითქმის მთელი სეზონი ტრავმირებული გახლდათ, ხოლო გილერმე სიკეირა დაკისრებულ მოვალეობას ბოლომდე ვერ ართმევდა თავს. ამის გამო, მარცხენა ფლანგზე თამაში ხშირად ხესუს გამესს უწევდა, რომელიც ამპლუით მარჯვენა მცველია. დიეგო სიმეონე სატრანსფერო პერიოდში მაღალი დონის მარცხენა უკანახაზელის დამატებას გეგმავს და ერთ-ერთ კანდიდატურად ლევინი მოიაზრება.

22 წლის მოთამაშეს "თავადებთან" მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს და 14 იანვრის მონაცემებით 8 მილიონი ევრო ღირს. "ატლეტიკოს" გარდა, მისით "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება.

კურზავამ განვლილ სეზონში 39 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

0.11402